"იპოვე შენი გზა "კომპასის" დახმარებით!"

კომპასი - მედიაცია


      მედიაცია არის კონფიდენციალური სამართლებრივი პროცესი, რომელშიც ნეიტრალური მესამე მხარე მონაწილეობს, როგორც მხარეთა სასურველი შედეგის მიღწევის ხელშემწყობი და არა გადაწყვეტილების მიმღები. ოჯახური დავების მედიაცის არსებობა კი განპირობებულია, მხოლოდ ისეთი შეთანხმების მიღწევით, რომელიც მისაღებია მონაწილე მხარეებისათვის და აუცილებლად შეიცავს არასრულწლოვანთა უპირატესი ნტერესების დაცვას. ხშირია, როდესაც საზოგადოება სვამს კითხვა ოჯახური დავის დროს დავის გადაწყვეტის საშუალება არის თუ არა სასამართლო, რათქმაუნდა არის დავაზე გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, თუმცა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ოჯახური დავების სპეციფიკიდან გამომდინარე ხშირად გადაწყვეტილების მიღება არ აგვარებს მხარეთა დავას, რადგან გადაწყვეტილებით აუცილებლად ერთერთი მხარე აგებს სასამართლო პროცესს, რომელიც კვლავ აღვივებს დავას და ზუსტად ამისთვისაა ოჯახური დავების მედიაცია სასურველი, რადგან მედიატორის მიზანია, არა გადაწყვეტილების მიღება, არამედ მხარეთა მიერ გამოხატული ნების იმგვარად დადასტურება შეთანხმების ფორმატით, რომლის შესრულების სურვილიც ორივე მხარეს გააჩნია და არცერთი მათგანი არ განიცდის წაგებული მხარის შეგრძნებას. კვლევები აჩვენებს რომ, ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ნება-სურვილით მიაღწიეს შეთანხმებას, ცდილობენ დაიცვან ამ შეთანხმების პირობები. მედიაცია გამოიყენება სასამართლო წარმოებისთვის თავის არიდების მიზნით. იგი არაფორმალური პროცესია და არ მიმდინარეობს ისეთი ოფიციალური ფორმით, როგორც სასამართლო წარმოება. მედიაციის პროცესის წარმატება დამოკიდებულია მხარეების მიერ შეთანხმების მიღწევაზე. მედიატორი ხელს უწყობს მოდავე მხარეებს შორის პრობლემური საკითხების განხილვას, ურთიერთობას და ამით ისინი მიჰყავს, ორივე მათგანისთვის მისაღებ შედეგამდე.

      მედიატორის მეშვებით, დავაზე მიღწეული მხარეთა შეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილების მსგავსად ვერ მიექცევა იძულებით აღსასრულებლად თუმცა ეს არ ზღუდავს მხარეებს, მათ მიერ მიღწეული შეთანხმება გახადონ სავალდებულოდ შესასრულებელი. მედიაცია თავისი ბუნებით ითვალისწინებს მორალურ ღირებულებების და იძლევა შესაძლებლობას მხარეებმა ზუსტად განსაზღვრონ დავის შედეგი.

Комментариев нет:

Отправить комментарий